სიახლეები

ახალი წიგნები

ინდიკო აბაშიძე

,,საგზაო მოძრაობის წესები, ავტომობილი მოძრაობაში და უსაფრთხო მართვის საფუძვლები“, რსუ 2011

სახელმძღვანელოში დასაბუთებული და განმარტებულია საგზაო მოძრაობის წესები, განხილულია ავტომობილის მოძრაობის კანონები, უსაფრთხო და ეფექტური მართვის ხერხები, ავტომობილის განვითარების ტენდენციები და ეკოსისტემაზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დაყვანა. აღწერილია საგზაო - სატრანსპორტო სიტუაციებში დაზარალებულებზე სამედიცინო დახმარების ორგანიზაციის პრინციპები და საავტომობილო ტრანსპორტის სამართალმცოდნეობის საფუძვლები. განკუთვნილია სატანსპორტო მიმართულებების სტუდენტებისათვის, ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მძღოლების მომზადებისათვის, ავტომობილების ინდივიდუალური მფლობელებისათვის და მოყვანილი პრობლებებით დაინტერესებულ მკითველთა ფართო წრისათვის.  



რეზო ჯაბნიძე

„სუბტროპიკულ მცენარეთა აგროტექნოლოგია“. რსუ 2011

სახელმძღვანელოში, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის სამეცნიერო- კვლევით დაწესებულებებში მკვლევრის მიერ მრავალწლიანი მუშაობის შედეგად მიღებული დასკვნების საფუძველზე, მოცემულია ჩაის კულტურის, სუბტროპიკულ–ხეხილოვანი, სუბტროპიკულ–ტექნიკური კულტურების და სამკურნალო მცენარეთა ბოტანიკურ მორფოლოგიური დახასიათება, აგრობიოლოგიური და აგროეკოლოგიური თავისებურებანი. მეცნიერი ჩაის და სუბტროპიკული კულტურების გეოგრაფიული გავრცელების არეალის განსაზღვრისა და მისი ლოკალიზაციის მოკლე ისტორიის წარმოდგენის საფუძველზე მებაღეებს სთავაზობს მეტად აუცილებელ რჩევებს ამა თუ იმ მცენარეული კულტურის გაშენება-გამრავლებისა და მოვლა-პატრონობის საკითხებთან დაკავშირებით. ნაშრომი უმაღლესი სასოფლო-სამეურნეო სასწავლებლის სტუდენტების გარდა, დიდ სამსახურს გაუწევს აგრარულ სფეროში მომუშავე მეცნიერებს, სპეციალისტებს, ამ დარგით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.  


ირაკლი მანველიძე

„ევროკავშირი–გლობალური საერთაშორისო აქტორი“, თბილისი 2011

ევროპული ცივილიზაციისაკენ შემობრუნების გზაზე მდგომი ქვეყნებისთვის განსაკუთრებით საყურადღებოა ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები. წიგნში გადმოცემულია ევროკავშირის მიერ მსოფლიოს მასშტაბით წარმოებული პოლიტიკური, ენერგეტიკული, ანტიტერორისტული, უსაფრთხოებისა და თავდაცვითი ხასიათის საქმიანობის შესახებ. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი ევროკავშირისა და ნატოს ურთიერთდამოკიდებულების საკითხებს. წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს პოლიტიკური მეცნიერებით დაინტერესებულ მკითხველს.  





ზურაბ მეგრელიშვილი, ნინო დონდოლაძე, კონსტანტინე მეგრელიშვილი, ნანა დონდოლაძე

„ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარების ტექნოლოგიური მოწყობილობა (ატლასი)“, რსუ 2011

ავტორთა მიერ წარმოდგენილია თანამედროვე ფოლადის ვერტიკალური რეზერვუარების ტექნოლოგიური აღჭურვის და მილების სრული ტექნიკური და ტექნოლოგიური მახასიათებლები, გამოყენების პირობები, მოყვანილია მათი გამოსახულება და ტექნოლოგიური ნახაზები, აღწერილია მოქმედების პრინციპები. ატლასი სრულ წარმოდგენას იძლევა არსებულ ფოლადის რეზერვუარებზე და მის ტექნოლოგიურ მოწყობილობაზე. ატლასს თან ერთვის CD დისკი, რომელზეც მოცემულია ინტერაქტიული რეზერვუარი. იგი საშუალებას იძლევა პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით პირდაპირ მოვიძიოთ სასურველი მოწყობილობა. წიგნი განკუთვნილია ნავთობისა და გაზის ტექნოლოგიის საკითხებით დაინტერესებული მკითხველისათვის.  




იური ბიბილეიშვილი

„პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები“, რსუ 2011

წიგნში წარმოდგენილია ოთხი ათეული წლის მანძილზე პროფესორ იური ბიბილეიშვილის მიერ ბათუმის უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი „პედაგოგიკის თეორიისა და ისტორიის საკითხები“, რომლის ძირითადი მეცნიერულ–პედაგოგიური დებულებები გამყარებულია თეორიულად დასაბუთებულ და პრაქტიკულ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ შეხედულებებზე. ავტორის მიერ პედაგოგიურ მეცნიერებაში დამკვიდრებული არგუმენტირებული დასკვნები და რეკომენდაციები სავსებით პასუხობენ გოეთეს გამონათქვამს: “ეჰ თეორია ჩემო კარგო უფერულია, მაგრამ ოქროს ხე სიცოცხლისა მუდამ მწვანეა.“ წიგნში გაშუქებულია ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხები,როგორიცაა აღზრდის ეროვნული და კლასობრივი ბუნება, სრული განათლების კონცეფცია (სასულიერო და საერო), კარგად სწავლების დიდაქტიკური პრინციპი და ა.შ. გამოცდილი პედაგოგისა და მეცნიერის რჩევები და რეკომენდაციები დიდ დახმარებას გაუწევს პედაგოგიური მეცნიერებით დაკავებულ სპეციალისტებს.  
     


 

აკად. როინ მეტრეველი

ოქროს ხანა

ინგლისურ ენაზე გამოიცა აკადემიკოს როინ მეტრეველის წიგნი “ოქროს ხანა”. მასში ზოგადად წარმოდგენილია საქართველოს ისტორიის ცალკეული პერიოდის ამსახველი ისტორიული მასალა, ქართული რენესანსის ყოფითი კულტურა, მდიდარი თვალსაჩინოებით.

 



 


 

 

აკად. ვარლამ თოფურია და სიმონ ყაუხჩიშვილი

რუსულ-ქართული სასკოლო ლექსიკონი

ნახევარი საუკუნის შემდეგ მეოთხედ გამოიცა აკად. ვარლამ თოფურიასა და სიმონ ყაუხჩიშვილის მიერ შედგენილი რუსულ-ქართული ლექსიკონი. მასში საბჭოთა პერიოდის საზოგადოებრივ ურთიერთობათა ამსახველი ლექსიკა ამოღებულია. ახალ გამოცემულ ლექსიკონში სიტყვანი გადამუშავებული სახით არის შესული.

ნაშრომში ტერმინოლოგიური ლექსიკონების მონაცემთა მიხედვით დაზუსტებულია სიტყვების თარგმანი. აკადემიკოსების ვ. თოფურიასა და ს. ყაუხჩიშვილის ლექსიკონი შევსებულია ახალი სიტყვებით.

 

 


 

აკადემიკოსი როინ მეტრეველი

საქართველოს მეფეები და პატრიარქები

ნაშრომში შესწავლილია მეფისა და პატრიარქის ინსტიტუტი, მათ ძალაუფლებასთან დაკავშირებული რიტუალები,მეფის კურთხევისა და ხელისუფლების ღვთიური წარმომავლობის მტკიცებულება. მეფე და პატრიარქი შეხმატკბილებულად მართავდნენ ქვეყანას. ნაშრომი ილუსტრირებულია.

მასში წარმოდგენილია ქართველ მეფეთა და კათოლიკოს-პატრიარქთა პორტრეტები. წიგნში დანართის სახით მოცემულია საერო და სასულიერო პირთა მოღვაწეობის აღმნიშვნელი ქრონოლოგიური ნუსხა,კურთხევა მირონისა, წესი და განგება მეფეთ კურთხევისა (XIII საუკუნე)

 

 


 

ვლადიმერ მახარაძე
ფარმაცია

საგამომცემლო სახლმა „ინოვაცია“ დაბეჭდა საქართველოში პირველი ფარმაცევტული კომპანიის „ჰეკატე“ დამაარსებლის, პროფესორ ვლადიმერ მახარაძის მორიგი მეოთხე წიგნი „ფარმაცია“. წიგნში ფარმაციის დარგში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილების განზოგადების საფუძველზე შესწავლილია ფარმაცევტული საქმიანობის ორგანიზაციის და მართვის, ბიზნეს-ადმინისტრირების, ფარმაცევტული კანონმდებლობის, ტერმინოლოგიის, ერთიანი სიმბოლიკის, სააფთიაქო კოსმეტიკის, რაციონალური ფარმაკოთერაპიის, აჭარაში ფარმაცევტული მრეწველობის განვითარების და სხვა მნიშვნელოვანი აქტუალური საკითხები

ნაშრომში მკითხველი ბევრ საინტერესო მასალას გაეცნობა სახალისო ფარმაციის სამყაროდან. ასევე მასში წარმოდგენილია სამედიცინო -პროფილაქტიკური დანიშნულების, წამლის მოხმარების და მისი ფალსიფიცირების თავიდან აცილების, ფარმაცევტული საქმიანობის განვითარების მიზნით მნიშვნელოვანი დასკვნები და რეკომენდაციები.

 


 

სამეცნიერო ჟურნალი

ბიზნესი და მენეჯმენტი N2

სამეცნიერო ბიბლიოთეკამ მიიღო შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მიერ გამოცემული საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო– ანალიტიკური ჟურნალი „ბიზნესი და მენეჯმენტი N2“. სამეცნიერო ჟურნალი რეფერირებადი და რეცენზირებადია. ჟურნალის მთავარი რედაქტორია პროფესორი როსტომ ბერიძე. ჟურნალში წარმოდგენილი სტატიები ძირითადად ეხება ეკონომიკის, საერთაშორისო ბიზნეს –გარემოს, მენეჯმენტის, მარკეტინგის, ტურიზმის, ფინანსების აქტუალურ საკითხებს. აღნიშნულ კრებულში სხვა სტატიებთან ერთად ჩვენი ყურადღება მიიპყრო გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების ნინო ლიპარტელიანის და ნანა ახალაიას სტატიამ „კაპიტალისტური ურთიერთობების ჩასახვა–განვითარება ბათუმში“. სტატიაში წარმოდგენილია ამ პერიოდში ბათუმში არსებული საწარმო თუ სავაჭრო საზოგადოების მიერ წარმოებული პროდუქციის სტატისტიკური მაჩვენებლები, მაგრამ  არ არის მასზე მითითებული გამოყენებული წყარო, რაც საეჭვოს ხდის მის პირველადობას. მათ მიერ გამოყენებული ლიტერატურის სიაში მინიშნებულნი არ არიან ამ პრობლემაზე მომუშავე ბათუმელი ისტორიკოსები, რომელთაც ამ საკითხზე ფუნდამენტური ნაშრომები შექმნეს. სამეცნიერო ჟურნალში მკითხველი ბევრ საინტერესო სტატიას წაიკითხავს.

 


სამეცნიერო კრებული

 

ფსიქოლოგიური გამოკვლევები N4

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტმა გამოსცა სამეცნიერო კრებული „ ფსიქოლოგიური გამოკვლევები N 4“ სამეცნიერო კრებულის რედაქტორები არიან პროფესორები ნოდარ ბარამიძე და გურამ ჩაგანავა. მასში წარმოდგენილი სამეცნიერო სტატიები ძირითადად ეხება ფსიქოლოგიის სხვადასხვა დარგის აქტუალურ საკითხებს.

 

 

 

 


 

წიგნის პრეზენტაცია

ბრძოლა ბათუმისთვის 1921 წლის 18 -20 მარტი

2011 წლის 18 მარტს შოთა რუსთაველის უნივერსიტეტში მოეწყო ახალ გამოცემული წიგნის „ბრძოლა ბათუმისთვის 1921 წლის 18 -20 მარტი“ პრეზენტაცია. შეკრებილ საზოგადოებას წიგნის ავტორები წარუდგინა უნივერსიტეტის რექტორმა პროფესორმა ალიოშა ბაკურიძემ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ თბილისიდან ჩამოსული პროფესორები ოთარ ჯანელიძე და მალხაზ მაცაბერიძე. ჭეშმარიტად კარგი საქმე გაკეთდა. დღეს ხშირად სატელევიზიო გადაცემებში თუ კერძო საუბრებში გაიგონებთ ამ პერიოდში ბათუმში მიმდინარე მოვლენების არასწორ, არაობიექტურ შეფასებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი ბათუმის უახლესი ისტორიის საკითხებით ნაკლებადაა ინფორმირებული. აუცილებელია ბათუმის უახლესი ისტორიის საკითხებს პრესითა თუ ტელევიზიით გაეწიოს პოპულარიზაცია. ბათუმელი და თბილისელი მეცნიერების მიერ შესრულებული ერთობლივი სამეცნიერო შრომების კრებული მდიდარ წყაროთმცოდნეობით მასალას ეყრდნობა და ბევრ სიახლეს მოიცავს. აღნიშნული წიგნი დიდ სამსახურს გაუწევს ბათუმის უახლესი ისტორიით დაინტერესებულ მკითხველს.

 


 

ახალი წიგნები

 

ოლეგ ჯიბაშვილის
რუსეთ–ოსმალეთის 1768–1774 წწ. ომი და სამხრეთ საქართველო

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკამ მიიღო ,ნიკო ბერძენიშვილის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ისტორიის დოქტორის ოლეგ ჯიბაშვილის მონოგრაფია „რუსეთ–ოსმალეთის 1768–1774 წწ. ომი და სამხრეთ საქართველო“. ახალგაზრდა მეცნიერი საარქივო დოკუმენტების და დამოწმებული ისტორიული ლიტერატურის საფუძველზე აკეთებს მნიშვნელოვან  დასკვნებს, რაც უდავოდ დააინტერესებს საქართველო რუსეთის ურთიერთობათა პრობლემებზე მომუშავე მკვლევარებს. მონოგრაფიის ავტორი სამართლიანად აღნიშნავს, რომ 1768-1774 წწ. რუსეთ–თურქეთის ომმა მსოფლიოს მთელი სიცხადით დაანახა ოსმალეთის სისუსტე და შინაგანი რღვევა.  უნდა ითქვას, რომ ამ ომის შედეგად 1774 წლიდან (ქუჩუკ–კაინარჯის ზავი) 1783 წლამდე (გიორგიევსკის ტრაქტატამდე) საქართველო 9 წელი იყო დე–იურე დამოუკიდებელი. გენერალ ტოტლებენის მარცხს საქართველოში თვით რუსებიც აღიარებდნენ. ამ პერიოდში საქართველოში მოღვაწე იაზიკოვი პანინს აცნობებდა, რომ ტოტლებენმა რუსეთს საქართველოში სამარცხვინო სახელის მეტი არაფერი არ მოუტანია. მართალია მკვლევარის შესასწავლ საკითხს არ წარმოადგენდა ამ პერიოდში ბათუმში მიმდინარე საზოგადოებრივ პოლიტიკური პროცესები, მაგრამ სასურველი იყო ორიოდე სიტყვით მაინც თქმულიყო ბათუმის რეგიონის შესახებ. ამ მხრივ საინტერესოა კაპიტან ლვოვის შეტყობინება ანნინისადმი, სადაც ნათქვამია ,რომ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან გურიასა და თურქეთ შორის მთებში დასახლებული აჭარლები თურქეთის ქვეშევრდომობას მთლიანად განუდგა, ისე, რომ როდესაც ახალციხის ფაშა მათ დასაწყნარებლად თურქეთის ჯარით აჭარაში შევიდა, ამ ხალხმა ფაშა დაამარცხა და აჭარიდან განდევნა. ნაშრომში ახლებურად არის დანახული და შეფასებული ამ პერიოდის პრობლემური საკითხები, რასაც იმედია მკითხველი დიდი ინტერესით გაეცნობა.

 


 

ვახტანგ გურული
საქართველო–რუსეთის ურთიერთობა 1483-1921 წწ.

დაიბეჭდა პროფესორ ვახტანგ გურულის მორიგი წიგნი „საქართველო–რუსეთის ურთიერთობა 1483-1921 წწ.“ უკვე დიდი ხანია პროფესორი ვახტანგ გურული ნაყოფიერად იკვლევს საქართველო–რუსეთის ურთიერთობის პრობლემებს, რასაც მან არაერთი წიგნი უძღვნა. ახალგამოცემულ ნაშრომში რუსეთი წარმოჩენილია როგორც საქართველოს დამპყრობელი.  ბატონ ვახტანგს მრავალი ისტორიული ფაქტი და მოვლენა ახლებურად აქვს გაშუქებული. იგი უარყოფითად აფასებს ერეკლე მეორეს პრორუსულ ორიენტაციას და აღნიშნავს, რომ მან პრაქტიკულად უარი თქვა პრო–ირანულ და პრორუსულ ორიენტაციებს შორის ლავირებაზე და ქართლ–კახეთის ხსნა მხოლოდ პრორუსულ ორიენტაციას დაუკავშირა. უნდა ითქვას, რომ მეფე ერეკლე დიდი ხნის განმავლობაში მიმართავდა მანევრირების პოლიტიკას და ეწეოდა ორმაგ დიპლომატიურ თამაშს. მან ამ მიზეზის გამო იმერეთის შემოერთებაზეც კი უარი განაცხადა, მაგრამ როცა ქვეყანა ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დადგა, მაშინ იგი იძულებული გახდა გადაედგა პრაქტიკული ნაბიჯი რუსეთისკენ. 1794 წლის შემდეგ საქართველოში დიდი ომიანობა შეჩერდა. რასაკვირველია მაშინ უკვე მოხუცებულმა ერეკლე მეორემ წინასწარ ვერ გაითვალისწინა, რომ  სიკვდილის შემდეგ მისი შვილების არასწორ ქმედებებს მოჰყვებოდა მეფობის გაუქმება საქართველოში. მართალია მან ვერ შეძლო მტერი მტრის ხელით გაენადგურებინა, მაგრამ სამი საშიში მტრიდან ერთი აირჩია და ამით საქართველო გადაარჩინა ქვეყნის დაშლა– დაქუცმაცებას. ბატონი ვახტანგი ნაშრომში აღნიშნავს კიდევაც, რომ იმხანად ტრაქტატის არშესრულების გადაწყვეტილება სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა და მისი ამოცნობა ქართველი დიპლომატებისათვის ძალზე ძნელი და პრაქტიკულად შეუძლებელი იყო. მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე საქართველოს მტერთან არაერთი მფარველობითი ხელშეკრულება დაუდია და მას დადებითი შედეგები მოჰყოლია. ნაშრომის ბოლოს წარმოდგენილ დასკვნებს დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთ–საქართველოს სამომავლო ურთიერთობისთვის.

 


 

იური ბიბილეიშვილი
საქართველოსათვის

1956 წლის 9 მარტის ტრაგიკულ დღეებს ეძღვნება პროფესორ იური ბიბილეიშვილის მემუარული ხასიათის ბროშურა „საქართველოსათვის“. ბატონი იური იმ ძნელად დასავიწყებელ დღეების უშუალო მონაწილე გახლდათ. მისთვის დღესაც მოუშუშებელია იმ დროს მიყენებული ჭრილობა. საბჭოთა ხელისუფლების მესვეურთა მიერ ირონიულად, ცუდ კონტექსტში სტალინისა და საქართველოს მოხსენიებას მოჰყვა გამოსვლები თბილისსა და ბათუმში. ბათუმში სტუდენტურ გამოსვლებს მოჰყვა დაპატიმრებები. ბატონი იური ორი წლით გადაასახლეს მორდვეთში. სასჯელი უფრო მკაცრი იქნებოდა, რომ არა დავით მამულაძე, რომელსაც დისიდენტი დიდად ემადლიერება. მემუარები იმდენად გულწრფელია, რომ მისი წაკითხვისას გრჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს 1956წ. 9 მარტის მიტინგიდან გადმოცემულ ინტერვიუს ისმენ. ბატონმა იურიმ ყოველგვარი შელამაზების გარეშე ჩვენს ცნობიერებაში ის ავად მოსაგონარი დღეები გააცოცხლა.

 


 

მალხაზ სიორიძე
ნარკვევები ბათუმის ისტორიიდან

დაიბეჭდა პროფესორ მალხაზ სიორიძის მორიგი ნაშრომი „ნარკვევები ბათუმის ისტორიიდან“. ბატონი მალხაზი უკვე დიდი ხანია იკვლევს ბათუმის წარსულს. ამ საკითხს მან რამდენიმე წიგნიც უძღვნა. აღნიშნულ ნაშრომში მდიდარი ფაქტობრივი მასალის საფუძველზე წარმოჩენილია ბათუმის როლი და მნიშვნელობა  XIX  –XXსს. საერთაშორისო ეკონომიკურ და პოლიტიკურ ურთიერთობებში. წიგნში მკითხველი ასევე გაეცნობა ბათუმის კულტურის ისტორიის, სამხედრო–სტრატეგიული და საქალაქო ცხოვრების ცალკეულ საკითხებს. პროფესორ მალხაზ სიორიძის ისტორიული გამოკვლევა ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს ქართულ ისტორიოგრაფიაში.

 



 

მონოგრაფიაში შესწავლილია
ისტორიული სამხრეთ საქართველოს ერთი ,,ქვეყანა’’- შავშეთი. საველე ექპედიციების დროს შეკრებილ მასალებზე, ისტორიულ და სამეცნიერო წყაროებზე დაყრდნობით ავტორები ცდილობენ შექმნან შავშეთის ქვეყნის ერთიანი სურათი, კერძოდ, ნაშრომში პირველადაა შესწავლილი შავშეთის ისტორია, მატერიალური კულტურის ძეგლები, ეთნოლოგიური ყოფა, ფოლკლორი, ტოპონიმია, შავშური დიალექტი... წიგნს ერთვის ფოტომასალა, შავშეთის რუკა და დიალექტური და ფოლკლორული მასალები ლექსიკონითურთ.

მონოგრაფია პირველი ცდაა შავშეთის კომპლექსური შესწავლისა. ვფიქრობთ, იგი კარგ სამსახურს გაუწევს ისტორიკოსებს, ენათმეცნიერებს, ეთნოლოგებს, ფოლკლორისტებს და ისტორიული სამხრეთ საქართველოთი დაინტერესებულ მკითხველებს.

 





Я. И. Диасамидзе,  Ш.И. махарадзе

Полные полугруппы бинарных отношении. монография
Москва 2010

ცნობილია,რომ ყოველი ნახევარჯგუფი ბინარულ მიმართებათა რომელიღაც ნახევარჯგუფის იზომორფულია. ამის გამო ბინარულ მიმართებათა ნახევარ­ჯგუ­ფების შესწავლით საზოგადოდ ნახევარჯგუფები შეისწავლება. ბინარულ მიმარ­თებათა ნახევარჯგუფების შესწავლის სირთულე გამოწვეულია იმით, რომ ისინი საზოგადოდ არ წარმოადგენენ რეგულარულ ნახევარჯგუფებს. სწორედ ეს ართუ­ლებს მათ ტექნიკურ გამოკვლევას.
მეტად საინტერესოა ბინარულ მიმართებათა ნახევაჯგუფებისა და მათი კლასების შესწავლა გაერთიანებათა X-ნახევარმესერების გამოყენებით. ზუსტად ამ ახალ მიმართულებას ეძღვნება წინ მდებარე მონოგრაფია. წიგნი საინტერესო იქნება მათემატიკური სპეციალობის სტუდენტებისათვის და მეცნიერ მუშაკებისათვის.

 

 


გამოწერილი ჟურნალ-გაზეთების დასახელება (2011 სასწავლო წელი)


 

ახალი წიგნები

რომა ღვამიჩავასა  და მიხეილ შავდია
,,ონკოლოგია“

გამომცემლობა,,ჯისიაი“
თბილისი 2010 წელი

,,ონკოლოგია“ განკუთვნილია                              
უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და რეზიდენტებისათვის,
აგრეთვე,ონკოლოგების პალიატიური მზრუნველობის,ოჯახისა და სხვა სპეციალიზაციის ექიმებისათვის.ის დაეხმარება ავთვისებიანი სიმსივნეების პრევენციისა და სკრინინგის წარმოებაში,ონკოლოგიური პაციენტის კლინიკური თავისებურების გარკვევასა და დიაგნოსტიკაში პროგნოზის განსაზღვრასა და მონიტორინგის განხორციელებაში. წიგნი სახელმძღვანელოდაა რეკომენდირებული საქართველოს ონკოლოგთა ასოციაციის,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და თსუ მედიცინის  ფაკულტეტის აკადემიური საბჭოს მიერ.

 


ახალი წიგნები

ლევან მეტრეველი
"ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლები"
6 ივლისი, 2007 წელი
თბილისი, საქართველო

სახელმძღვანელოს ამოცანაა ნორმალური სტრუქტურების მორფოლოგიური და ფუნქციური თავისებურებები ლოგიკურ კავშირში მოიყვანოს ზოგად ნევროლოგიაში მიღებული ტოპიკური დიანგოსტიკის პრინციპებთან. ეს ერთი მხრივ გაზრდის სტუდენტის მიერ მასალის დამახსოვრების კოეფიციენტს და მეორე მხრივ დაეხმარება კლინიკური ნევროლოგიის შესწავლაში. ,,ფუნქციური ნეიროანატომიის საფუძვლების“ მიზანია მკითხველს შეუქმნას ერთიანი წარმოდგენა ნერვული სისტემის სტრუქტურაზე, ფუნქციაზე, განვითარებაზე, ქიმიურ და ბიოლოგიურ თავისებურებებსა და მისი დაზიანების სპეციფგიკაზე.



ახალი წიგნები

ა. ბაკურიძე, ე. კვესიტაძე, დ. ღაღანიძე
"თანამედროვე ბიოტექნოლოგიის შესავალი"
თბილისი 2009

ნაშრომი წარმოადგენს ტრადიციული და თანამედროვე ბიოტექნოლოგიების შერწყმას, რომელშიც განხილულია გენური ინჟინერია და გენმოდიფიცრებული ორგანიზმების უსაფრთხოება. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ქვეყანაში არსებული და ავტორთა ვარაუდით თანამედროვე ბიოტექნოლოგიის პერსპექტიული მიმართულებანი.

იგი დახმარებას გაუწევს ბიოტექნოლოგიის, მიკრობიოლოგიის, ბიოქიმიის, აგრარული სპეციალობის მაგისტრებსა და დოქტორანტებს, აგრეთვე საკითით დაინტერესებულთ.



Университетской библиотеке в подарок передана книга Варшаломидзе Г.Х. “Современные методы и технологии бурения нефтяных и газовых скважин”.
Тбилиси, 2010 – 1001 с.

Монография утверждена редакционно-издательским советом ГТУ 22.07.2010, протокол №5.

В монографии профессора Г.Х. Варшаломидзе рассмотрены вопросы техники и технологии бурения глубоких скважин на нефть и газ. Монография из 6 глав. В 1 главе даны сведения по   oбщей и нефтепромысловой геологии.

В следующих главах дано описание буровых установок и их основных узлов, инструментов , в том числе тех, которые серийно выпускались в конце XX века в СССР и которые до сих пор используются на нефтепромыслах СНГ.

Книга предназначена для студентов, магистрантов, докторантов, нефтяников, непосредственно занятых на производстве.


მერაბ ტურავა

”ევროპული სისხლის სამართალი”

გამომცემლობა ”მერიდიანი”

თბილისი 2010 ნაშრომი წარმოადგენს ევროპული სისხლის სამართლის სფეროში ქართულ ენაზე გამცემულ პირველ წიგნს. ეს არის სრულიად ახალი საუნივერსიტო სასწავლო დისციპლინა. წიგნის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ”ევროპული სისხლის სამართლის” ერთ-ერთი თანამედროვე მიმართულების განვითარებას.




N. Stambolishvili
ნ. სტამბოლიშვილი


DEUTSCH-GEORGISCHES PHRASEOLOGISCHES WORTERBUCH
გერმანულ-ქართული ფრაზეოლოგიური ლექსიკონი


გამომცემლობა ”შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი”

ბათუმი-2010 გერმანულ-ქართული ფრაზზეოლოგიური ლექსიკონი გვთავაზობს არა მარტო გერმანული და ქართული ენების ხშირად ხმარებულ და ხატოვნებით გამორჩეული იდიომატურ გამოთქმებს, არამედ ისეთ ქართულ ფრაზეოლოგიებსაც, რომელიც ხშირად არ გამოიყენება ყოველდღიურ ხმარებაში, მაგრამ შემონახულია ქართველი კაცის ცნობიერებაში და მათი კომუნიკაციაში გააქტიურება სამეტყველო ნორმად ქცევის შესაძლებლობას იძლევა. ლექსიკონი დახმარებას გაუწევს საშუალო და უმაღლეს სასწავლებლების პედაგოგებს, მოსწავლეებს, სტუდენტებს, მთარგმნელებს და ყველა საკითხით დაინტერესებულ პირებს.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობამ გამოსცა პროფესორ ვაჟა ჩანტლაძის წიგნი ”ადამიანის თავისა და კისრის ნორმალური ანატომიის ატლასი”. ნაშრომი 8 თავისა და 269 განმარტებული ილუსტრაციისაგან შედგება.

იგი ამომწურავად შეიცავს თავისა და კისრის მიდამოს ყველა ორგანოს, ელემენტს თუ წარმონაქმნს, რომელიც მოცემულია თითქმის ყველა შესაძლო რაკურსში სივრცობრივი წარმოდგენის გასაადვილებლად.

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილებით ატლასი აღიარებულია სახელმძღვანელოდ მედიცინის და სტომატოლოგიის სპეციალობის სტუდენტებისათვის.





მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა ცენტრის მიერ გამოშვებული წიგნ „სტატიები განათლების საკითხებზე“. (5 ეგზემპლარი, გამოცემა 2010) აღნიშნული კრებული წარმოადგენს უცხოურ გამოცემაში მოძიებული სტატიების კომპილაციას. ყველა სტატიას მთავარი თემა-განათლება აერთიანებს. წარმოდგენილი კრებული დახმარებას გაგიწევთ სასკოლო პრაქტიკის გაუმჯობესებასა და პრპფესიულ განვითარებაში.

უზენაესი სასამართლოს სასამართლო სტატისტიკისა და ინფორმატიზაციის განყოფილებამ, ბათუმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა სტატისტიკური კრებული „მართლმსაჯურება საქართველოში 2009 წლის სტატისტიკა“ 1 ეგზემპლარად.

უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ლამარა და მანანა ოდიშელებმა საჩუქრად გადმოსცა ჯუმბერ ოდიშელის კრებული ისტორიულ-პუბლიცისტური ნარკვევები წიგნში შესულია სამეცნიერო და პუბლიცისტური სტატიები, საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის საკვანძო საკითხების შესახებ.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის დეპარტამენტმა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა შრომები, კრებულში წარმოდგენილია 2010 წლის 16-24 ივნისს გამართული პროფესსორ-მასავლებელთა სამეცნიერო კონფერენციის მასალები. (გამომცემლობა „უნივერსალი“, თბილისი 2010)


ახალი ჟურნალები

 

N

დასახელება

ჟურნალის ბოლო ნომერი

წელი

1

ადვოკატი მეოხი

6,7,8

2010

2

აუდიტი, აღრიცხვა, ფინანსები

8,9,10

2010

3

ბიზნესი

5

2010

4

ბიზნესი და კანომდებლობა

9,10

2010

5

ბიზნესი და მენეჯმენტი

2

2010

6

ბუღალტრული აღრიცხვა

10

2010

7

გადასახადები

9,10,11

2010

8

გადასახადები და აღრიცხვა

20,21,23

2010

9

ეკონომიკა

7-9

2010

10

კარიბჭე

23,24,25

2010

11

ლიტერატურული პალიტრა

10,11,12

2010

12

ლიტერატურა და ხელოვნება

9,10,11,12

2010

13

მეცნიერება და ცხოვრება

1,2

 

14

საპატრიარქოს უწყებანი

39,40

2010

15

საქართველოს ეკონომიკა

8-9,10

2010

16

სპორტსიახლენი

45,46,47,48

2010

17

Азия и Африка

8,9,10

2010

18

Вопросы истории

9,10

2010

19

Вопросы философии

7,8,9,10

2010

20

Вопросы языкознания

4,5

2010

21

Вопросы экономики

9,10

2010

22

Вопросы психологии

4,5

2010

23

Вестник древней истории

3

2010

24

Вестник дерматологии и венерологии

3,4

2010

25

ВМУ Сер 16. Биология

3

2010

26

ВМУ Сер. 11 Право

4

2010

27

ВМУ Сер 10 Журналистика

2,3

2010

28

ВМУ Сер 7  Философия

4

2010

29

Врач

9,10

2010

30

Высшее образование сегодня

8,9,10

2010

31

География и природные ресурсы

2,3

2010

32

Государство и право

8,9,10

2010

33

Детская хирургия

4,5

2010

34

Дошкольное воспитание

8,9,10

2010

35

Закон и право

9,10,11

2010

36

Иммунология

4

2010

37

Инновации в образовании

7,8,9,10

2010

38

Кардиология

6,7,8,9,10

2010

39

Клиническая медицина

4,5

2010

40

Компьютер-пресс

9,11

2010

41

Координационная химия

6,7,8,9,10

2010

42

Межд. Публичное частное право

4,5

2010

43

Мировая экономика и межд. отнош.

8,9,10

2010

44

Молекулярная биология

4,5

2010

45

Мир ПК

10,11,12

2010

46

Наука и жизнь

10

2010

47

Наука и религия

10,11

2010

48

Неврологический журнал

4,5

2010

49

Новая и новейшая история

5

2010

50

Оптика спектроскопия

4,5,6

2010

51

РЖ. Органическая химия

19,20

2010

52

Пробл. теории и практики управл.

7,8,9,10

2010

53

Психологическая диагностика

4

2010

54

Пульмология

3,4

2010

55

Полис (Полит. исследов.)

4,5

2010

56

ПОЛИТИЯ

2

2010

57

Педагогика

6,7,8

2010

58

Российский экономич. журнал

2,3

2010

59

Российск. ж-л гастроэнтер. гепатолог.

4

2010

60

Репрод.здоровье детей и подростков

3,4

2010

61

Русский язык за рубежом

4,5

2010

62

РАН Серия Географическая

4,5

2010

63

Советник

7,8,9

2010

64

Стоматология

4,5

2010

65

Успехи химии

8,9,10

2010

66

Успехи современной биологии

4,5

2010

67

Успехи физических наук

7,8,9

2010

68

Фармация

5,6,7

2010

69

Финансы

8,9,10

2010

70

Финансы и кредиты

40,41

2010

71

Химия и жизнь

8,9,10

2010

72

Хирургия

8,9,10

2010

73

Экология

4,5

2010

74

Экология и жизнь

9,10

2010

75

Экономист

7,8,9,10

2010

76

APPLIED LINGUISTICS

4

2010

77

GEORGIAN MEDICAL NEWS

7-8,9,10

2010

78

The Economist

45,46,47

2010

79

Le Point

1990,1991

2010

80

Proceedings

10

2010


უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში მკვიდრდება ელექტრონული კატალოგით მომსახურება, რომელიც ეტაპობრივად ივსება.

ელექტრონულ კატალოგს შემდეგი უპირატესობა აქვს: ითავსებს ყველანაირ ტრადიციული (ბარათული) კატალოგის ფუნქციებს;

ინფორმაციის მოძიება შეიძლება წარიმართოს ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით;

ძიება მიმდინარეობს სწრაფად;

ელექტრონული კატალოგის განახლება ყოველთვის შესაძლებელია

ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ინტერნეტით შეუძლია გახსნას ჩვენი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ელექტრონული კატალოგები და გაიგოს, თუ რა ლიტერატურას შეიცავს მისი ფონდები.

ბიბლიოთეკა მუშაობს საქართველოს ელექტრონული ბიბლიოთეკების ქსელში გაერთიანებაზე.

ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის გამრავალფეროვნების მიზნით აუცილებლად მიგვაჩნია ელექტრონული ვერსიების შექმნა, რათა (სასწავლო და კვლევითი პროცესი უზრუნველყოფილი იქნას სათანადო ლიტერატურით). 

შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
© 2006-2010

დამზადებულია საინფორმაციო ტექნოლოგიებისა
და კომუნიკაციების სამსახურის მიერ